პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას უსმენენ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას უსმენენ

14-04-2025 13:50
კატეგორიები: პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს გიორგი გახარიას უსმენენ. გახარია პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა.

დღის წესრიგის მიხედვით, მასთან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

გიორგი გახარიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ კითხვებს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხებდა.

პოსტი ნახა: 324


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე