პოლონეთში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

04-12-2023 08:08
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 395

ვარშავის პოლიციამ ბენზინგასამართ სადგურზე ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულებმა სადგურის თანამშრომელს საწვავის შევსება სთხოვეს, ამ დროს ერთმა მასთან საუბარი გააბა, მეორემ კი სადგურის ადმინისტრაციული  ოთახი გაქურდა. სავარაუდო დამნაშავეები გაქცევის მცდელობისას დააკავეს. დაკავებულები არიან 26 და 27 წლის ახალგაზრდები.

მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ორ ფაქტზე წაუყენეს და სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე