მცხეთა-მთიანეთის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარია გასულ ღამეს, სოფელ ციხისძირში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ძმები, ტარიელ და გოჩა ბედოშვილები და მათი მეგობარი ლექსო ბუქური. ბედოშვილები ანანურიდან იყვნენ, ბუქური კი სოფელ ცივწყაროდან.
"ანანურში ტრაგედია ტრიალებს, სამი ახალგაზრდა დავკარგეთ, ძმები ბედოშვილები და მათი მეგობარი ადგილზე დაიღუპნენ. როგორც ამბობენ მანქანა გაზზე იყო და შეჯახების შედეგად აფეთქდა. ბიჭები მანქანაში დაიწვნენ" - გვიყვება ადგილობრივი.