პრემიერ-მინისტრი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

27-10-2023 08:49
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, კიტაკ ლიმს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის პოზიტიურ თანამშრომლობა-მხარდაჭერას რეფორმათა განხორციელების პროცესში.

განიხილეს ევრაზიის კონტინენტზე სატრანსპორტო კავშირის ხელშეწყობის, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და ამ მიმართულებით საქართველოს მნიშვნელობა. როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო ისტორიულად არის ბუნებრივი ხიდი ევროპა-აზიას შორის და სტრატეგიული მდებარეობა ქვეყანას საშუალებას აძლევს, წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის აღორძინებაში.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ქვეყანა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურაში, რათა საკმარისი სიმძლავრის გამომუშავების შესაძლებლობა არსებობდეს მომავალ წლებში. პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე".

პოსტი ნახა: 169


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!