პრემიერ-მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

19-04-2024 04:48
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 296

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე