პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს მიუსამძიმრა

პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს მიუსამძიმრა

06-08-2024 05:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

16 იდენტიფიცირებული პირი, რომელთაგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით გადმოასვენეს.

4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 72


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!