"პრიორიტეტი პაციენტების ინტერესებია" - ჯანდაცვის მინისტრი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

"პრიორიტეტი პაციენტების ინტერესებია" - ჯანდაცვის მინისტრი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

26-03-2024 04:52
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემას, სექტორში არსებულ რეგულირების მექანიზმებსა და სტანდარტებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებასა და საქართველოში, სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო ცვლილებებს.

დღეს შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი, 20 მარტს ბიზნეს ასოციაციაში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში წერდნენ, რომ 1 აპრილიდან მზა ფარმაცევტული პროდუქციისა და ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტები ამოქმედებით დგინდებოდა უფრო მკაცრი სტანდარტი, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილსა და აშშ-შია. ასევე, მათთვის დრო არასაკმარისია, რათა ახალი სტანდარტით ოპერირება შეძლონ. საუბარია 51 და 52 დადგენილებებზე, რომლებიც მომავალი კვირის დასაწყისიდან უნდა ამოქმედდეს.

დამატებითი დეტალები, რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე მხარეებმა ცნობილი არ არის, თუმცა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა.

პოსტი ნახა: 137


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!