ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

05-08-2024 06:58
პოსტი ნახა: 269

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1964 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად ა.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე