ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, თუ რამდენ კლასს მოიცავს სავალდებულო სწავლება, რამდენი ქულა უნდა დააგროვოს მოსწავლემ, რომ კლასიდან შემდეგ კლასში გადავიდეს და რა შემთხვევაში ინიშნება სემესტრული გამოცდა, ასევე გაწერილია ისიც, თუ რამდენი მოსწავლე უნდა იყოს თითოეულ კლასში. აღნიშნული ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული:
– რამდენი მოსწავლე უნდა იყოს კლასში?
– ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 30 მოსწავლით. გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს.
პირველკლასელებისთვის კლასში მოსწავლეთა
მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 25 მოსწავლით.