რუსებმა ხერსონი მართვადი ბომბებით 7-ჯერ დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხერსონი მართვადი ბომბებით 7-ჯერ დაბომბეს, არის მსხვერპლი

28-12-2023 03:44
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 348

რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხერსონის ოლქი და ქალაქი ხერსონი რამდენჯერმე დაბომბეს, - ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქალაქ ხერსონს მართვადი ბომბებით 7-ჯერ დაარტყეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი, ასევე დაზიანდა და განადგურდა ოლქის ინფრასტრუქტურა: საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სექტორი, ავტოფარეხები და ავტომობილები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, წუხელ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კრასნოდარისა და ტერიტორიის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან უკრაინისკენ Shahed-136 ტიპის 8 დრონი გაუშვეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიაზე 7 დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, წუხელ აფეთქებები დაფიქსირდა ანექსირებულ ყირიმში და ყირიმის ხიდზე მოძრაობა დაიკეტა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე