2024 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გზავნილები 66.8%-ით შემცირდა.
გასული წლის თებერვალში რუსეთიდან საქართველოში 187 339 600 დოლარი გადმოირიცხა, ხოლო საქართველოდან რუსეთში - 3 130 300 დოლარი. რაც შეეხება 2024 წლის თებერვალს, საქართველოდან რუსეთში 3 774 300 დოლარი გადაირიცხა, ხოლო რუსეთიდან საქართველოში 62 203 000 დოლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობაში რუსეთის წილი 22.84% იყო.