რუსთავში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა

რუსთავში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა

01-03-2024 16:28
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან, ფანჯრიდან გადმოვარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა, თუმცა მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თოდრიას ქუჩის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

პოსტი ნახა: 512


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე