საჯარო ბაგა-ბაღებში შაბათ-კვირის სერვისის ამოქმედება და სააღმზრდელო პროცესის 18:00 საათის შემდეგ გახანგრძლივება განიხილება

საჯარო ბაგა-ბაღებში შაბათ-კვირის სერვისის ამოქმედება და სააღმზრდელო პროცესის 18:00 საათის შემდეგ გახანგრძლივება განიხილება

10-10-2023 06:09
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში შაბათ -კვირის სერვისის ამოქმედება და ასევე, კვირის დღეებში სააღმზრდელო პროცესის 18:00 საათის შემდეგ გახანგრძლივება განიხილება. ამის შესახებ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გოგი ჩიქოვანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს საკითხი ნამდვილად იდგა დღის წესრიგში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა ამ საკითხზე საუბარი. გარკვეული მონახაზები არსებობს, თუმცა ამ საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდებით. წელს ამ საკითხზე საუბარი ნაადრევი მგონია, იმიტომ, რომ ბევრად სხვა უფრო პრიორიტეტული საკითხები გვაქვს, რომლის შემდეგაც შეგვიძლია ვისაუბროთ აღნიშნულ საკითხზე. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ნაწილი განიხილება. ეს საკითხი მშობლებმა დააყენეს, ვიცით, რომ მათთვის, დატვირთული რეჟიმის გამო, ან საკითხის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, ამაზე დავიწყეთ მუშაობა. არსებობს რამდენიმე ვერსია, თუმცა გვინდა შევარჩიოთ ისეთი ვერსია, რომელიც მშობელს შეუწყობს ხელს და არც ბავშვის ინტერესები უნდა დაზარალდეს. კონკრეტული რეკომენდაციები არსებობს, არ შეიძლება ბავშვი სრულად იყოს საბავშვო ბაღში. რეკომენდაცია არსებობს, რომ ბავშვი კონკრეტულ დროს ოჯახში უნდა ატარებდეს. ოქროს შუალედი ისე უნდა მოიძებნოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას თუ მივიღებთ, ეს გადაწყვეტილება დაეფუძნება მათ შორის, სპეციალისტების რეკომენდაციებს და არ იქნება ცალსახად მხოლოდ მშობლების მოთხოვნაზე გამოხმაურება“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

პოსტი ნახა: 9078


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!