საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტთან დაგეგმილმა აქციამ პოლიტიკური ან დესტრუქციული სახე მიიღო, მასში მონაწილეობა არ მიიღონ

საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტთან დაგეგმილმა აქციამ პოლიტიკური ან დესტრუქციული სახე მიიღო, მასში მონაწილეობა არ მიიღონ

13-01-2024 07:52
კატეგორიები: ახალი ამბები

პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებაში,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

საპატრიარქო მოუწოდებს სასულიერო პირებს, რომ იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა.

„ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში.

სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა“,- ნათქვამია განცხადებაში.

პოსტი ნახა: 330


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე