საქართველოს დაცული ტერიტორიები 2024 წლის პირველ კვარტალში 60 911-მა ადამიანმა მოინახულა - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
ვიზიტორთა რაოდენობა წელს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი. შარშან დამთვალიერებელთა რაოდენობამ 58 569 ადამიანი შეადგინა.
სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წელს დამთვალიელების 60.6 პროცენტი(36 913 კაცი) უცხოელი, ხოლო დანარჩენი(23 998) ქართველი გახლდათ. იანვარ - მარტში განსაკუთრებით მოიმატა არარეზიდენტი ვიზიტორების რიცხვმა. მათი რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია. სტატისტიკის თანახმად, იანვარში ჩვენი ქვეყნის დაცული ტერიტორიებს 8 942 უცხოელი ესტუმრა, მარტის თვეში კი მათი რაოდენობა 17950-მდე არის გაზრდილი.
საერთაშორისო ვიზიტორთა შორის რუსები ჭარბობენ. შემდეგ მოდიან ინდოელები, პოლონელები, ებრაელები და ყაზახები. იანვარ-თებერვალ-მარტში მათი რაოდენობები ასე გამოიყურება:
რუსეთი - 6472;
ინდოეთი - 6020;
პოლონეთ - 4701;
ისრაელი - 2723;
ყაზახეთი - 199.
ცნობისთვის, პირველი დაცული ტერიტორია - ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა. ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600 490,04 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 8.62 პროცენტია.