საქსტატი: საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძე 1 029 კილომეტრით გაიზარდა

საქსტატი: საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძე 1 029 კილომეტრით გაიზარდა

15-11-2023 05:30
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძე გაიზარდა და 2022 წლისთვის 41 073.3 კილომეტრი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების სიგრძე 1 593.4 კილომეტრს შეადგენს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის – 5 460.3 კილომეტრს, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე 34, 019.6 კილომეტრია.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძეს, პირველ ადგილზეა იმერეთი – 7 271.9 კილომეტრით, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6 932.5 კილომეტრით. დანარჩენი რეგიონები კი ასე ნაწილდება: აჭარა – 5,053.6 კილომეტრი; კახეთი – 4,558.6 კილომეტრი; გურია – 3,884.9 კილომეტრი; ქვემო ქართლი – 3,510.7 კილომეტრი; სამცხე-ჯავახეთი – 2,830.2 კილომეტრი; მცხეთა-მთიანეთი – 2,163.2 კილომეტრი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2,119.9 კილომეტრი; შიდა ქართლი – 2,090.2 კილომეტრი; აფხაზეთი – 605.6 კილომეტრი; თბილისი – 52 კილომეტრი.

პოსტი ნახა: 179


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!