სექტემბრიდან მძღოლებისთვის ახალი სანქციები ამოქმედდება

სექტემბრიდან მძღოლებისთვის ახალი სანქციები ამოქმედდება

29-07-2023 05:02
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ავტომობილის მძღოლები ხილული გამონაბოლქვისთვის დაჯარიმდებიან. პარლამენტში მესამე მოსმენით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება მიიღეს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებისთვის საჯარიმო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილება ძალაში 4 სექტემბრიდან შევა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის ტარიელ ირემაძის განცხადებით, განსაზღვრულია ჯარიმების ოდენობა და განმეორებითი დარღვევის ვადები.

„საჯარიმო სანქციები ფიზიკური პირის შემთხვევაში 100, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 500 ლარით განისაზღვრა, თუმცა კანონში უკვე არის ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს, რომ 15 კალენდარული დღის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გასამმაგდება და 300 და 1500 ლარი გახდება. ასევე, 15 კალენდარული დღის განმავლობაში დარღვევის მესამედ განმეორების შემთხვევაში, გასამმაგებული ჯარიმა გაორმაგდება და იქნება ფიზიკური პირებისთვის 600, იურიდიული პირებისთვის კი – 3000 ლარი“, – აღნიშნა ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კანონი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის მონიტორინგს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ითვალისწინებს. ირემაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდება 10 ეკიპაჟი, რომელიც ჩამოთვლილ 4 ქალაქში გადანაწილდება და ავტომობილებს სპეციალური გამზომი ხელსაწყოებით შეამოწმებს, რომლებიც გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობას ზომავს.

პოსტი ნახა: 786


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!