სერგეი ლავროვი - რაც სააკაშვილს ვაშინგტონმა ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა

სერგეი ლავროვი - რაც სააკაშვილს ვაშინგტონმა ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა

30-11-2023 10:16
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

რაც სააკაშვილს ვაშინგტონმა ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალის გახსნით შეხვედრაზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე 2008 წლის ომს შეეხო.

„ნატოს იგივე ქვეყნები, რომლებიც ეუთოს მონაწილეები არიან, 2008 წელს ალიანსის ბუქარესტის სამიტზე თბილისსა და კიევს გაწევრიანებას დაპირდნენ. მიზანი მარტივი იყო, მათი რუსეთის წინააღმდეგ განწყობა. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა, მაშინვე შეასრულა ბუქარესტში მიცემული კარტ ბლანში და იმავე 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის ქალაქების დაბომბვისა და სამხრეთ ოსეთში ეუთოს თანხმობით მყოფ სამშვიდობოებზე თავდასხმის ბრძანება გასცა. ეს პროვოკაცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოამზადა, რომელმაც საქართველოში პროგრამა „წვრთნა და ვარჯიში“ დაიწყო. ის რაც სააკაშვილს ვაშინგტონმა ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა“, - განაცხადა ლავროვმა.

პოსტი ნახა: 317


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!