შალვა პაპუაშვილი - ჩვენ საქმე გვაქვს რეციდივისტებთან, გვარამიას და მისი გუნდის სახით, რომელიც ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებენ, „რუსთავი 2“-ში იქნება ეს თუ „მთავარ არხში“

შალვა პაპუაშვილი - ჩვენ საქმე გვაქვს რეციდივისტებთან, გვარამიას და მისი გუნდის სახით, რომელიც ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებენ, „რუსთავი 2“-ში იქნება ეს თუ „მთავარ არხში“

16-10-2024 06:07

ჩვენ საქმე გვაქვს რეციდივისტებთან, გვარამიას და მისი გუნდის სახით, რომელიც ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებენ, „რუსთავი 2“-ში იქნება ეს თუ „მთავარ არხში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის საჩივართან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სავარაუდოდ, ტელევიზიის „შავ სალაროს“ ეხება.

პაპუაშვილის თქმით, საკითხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ.

„ამ კონკრეტული შემთხვევის დეტალები არ ვიცი, რაც ვნახე, შიგნით კომპანიაში არის დავა ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, სახეზეა მამხილებელი, რომელიც შიგნიდან ამხელს იმ თაღლითურ სქემებს, რომელიც როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციაშია. ამიტომ, შესაბამისმა უწყებებმა ეს უნდა შეისწავლონ, თუმცა, ეს კარგად აჩვენებს, თუ ვისთან გვაქვს საქმე. თაღლითებმა, რომელიც ფულის გათეთრებით, „შავი ფულის“ მედიაში შემოდინებით ცდილობენ შექმნან მედიამენეჯერების თუ ჟურნალისტების ანტურაჟი. გვახსოვს, ისეთ აბსურდამდე მივედით, რომ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელიც ტელევიზიებს დასდევდა და ხურავდა, წარმოგვიდგენდა, როგორც ტანჯულ ჟურნალისტს, რომელიც ციხიდან უნდა გათავისუფლებულიყო. სამწუხაროდ, მათ ამას მიაღწიეს კიდეც. მაშინ ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურებიდან ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევა მოხდა და ჩარევით მოხდა ნიკა გვარამიას შეწყალება. ადამიანებს როცა უკანონობის ერთი სტილი აქვთ, შემდეგ ამ სტილს აღარ სცილდებიან. ამიტომ, ვნახოთ, იმედია, ამ საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან და უფრო მეტი გვეცოდინება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის საჩივარი ტელევიზიის „შავ სალაროს“ ეხება. მათივე ცნობით, დოკუმენტი ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობის სახელზეა დაწერილი. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჩამოთვლილია უკანონო ოპერაციებში მონაწილე კომპანიების დირექტორებიც, მათ შორის არის ნიკა გვარამიაც.

პოსტი ნახა: 34


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!