შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის რომ დაგვეჯერებინა, არ იქნებოდა ბიუჯეტის ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარებით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი ხელფასი

შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის რომ დაგვეჯერებინა, არ იქნებოდა ბიუჯეტის ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარებით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი ხელფასი

22-10-2024 09:43

ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის რომ დაგვეჯერებინა, არ იქნებოდა ბიუჯეტის ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების ტემპით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი საშუალო ხელფასი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, სამაგიეროდ გვეყოლებოდა კმაყოფილი ოპოზიცია და ვიქნებოდით ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომლიდან გამოსვლასაც წლები დასჭირდებოდა.

„უნდა გვახსოვდეს, ჩვენ რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის თავქარიანი რჩევებისთვის დაგვეჯერებინა და სანქციები დაგვეწესებინა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა.

არ იქნებოდა ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა, არ ვიქნებოდით ევროპაში ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების ტემპით, არ გვექნებოდა განახევრებული უმუშევრობა და სამჯერ გაზრდილი საშუალო ხელფასი.

სამაგიეროდ გვეყოლებოდა კმაყოფილი ოპოზიცია და ვიქნებოდით ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომლიდან გამოსვლასაც წლები დასჭირდებოდა,“ - წერს შალვა პაპუაშვილი.

პოსტი ნახა: 41


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!