შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 14 826 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 14 826 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული

15-03-2024 12:25
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 14 826 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 48, ხოლო თავად პირის მომართვით - 14 778 განაცხადი.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 503 989 პირის შესახებ მონაცემები.

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული:

https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=574

აქვე გაცნობებთ, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“.

თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge მას შეუძლია ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება videocall.rs.ge - ვებგვერდის საშუალებით.

ვიდეო ზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ვიდეო ზარის სერვისის გამოყენების შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://videocall.rs.ge/

აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

პოსტი ნახა: 173


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!