შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი მინდიაშვილი დაინიშნა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი მინდიაშვილი დაინიშნა

30-01-2024 05:52
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გიორგი მინდიაშვილი წარუდგინა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ოსაძე ჩაანაცვლა. გიორგი ოსაძე კი, საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პრორექტორის პოზიციაზე გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების განმარტებით, გიორგი მინდიაშვილს უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

გიორგი მინდიაშვილი ასევე, წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 212


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!