თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი „გაუგებარ გადაწყვეტილებას“ უწოდებს აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი „გაუგებარ გადაწყვეტილებას“ უწოდებს აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.

06-07-2024 08:24

როგორც თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი არსებობს, შესაბამისად, ემზადებიან წვრთნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2025წელს.

„გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას. თუმცა, მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებებში, რომლებშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფები არის სასარგებლო ღონისძიება, როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის და ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობს.

თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ერთი მხრივ, გაუგებარია გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე მხრივ - ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფორმატი, რომელიც არსებობს თავდაცვის დეპარტამენტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. ამ ფორმატებში თანამშრომლობას ვაგრძელებთ, ვმუშაობთ და ასევე ვემზადებით იმ სხვა საერთაშორისო წვრთნებისთვის, რომელიც დაგეგმილი გვაქვს 2025 წელს“, -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პოსტი ნახა: 115


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!