საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია.
საქსტატის თანახმად, კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ შეადგინა 11.4 მილიარდი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 11.8%-ით მეტია. ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა დარგში გარდა ენერგეტიკისა და სამთო მოპოვებით მრეწველობაში.
"2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.