ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

10-07-2024 05:57

ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა.

„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულებამ პაციენტები უკვე მიიღო. ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისის მისაღებად სხვა რეგიონში, საცხოვრებელი ადგილიდან ათობით კილომეტრის დაშორებით უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ პირობებს და პერსონალის საჭიროებებს ადგილზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძესთან და ცაგერის მერთან, ლევან ზალკალიანთან ერთად გაეცნო.

„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულება დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება. პროგრამის გაფართოება ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის აპრილში დააანონსა. დღევანდელი მონაცემებით დიალიზის სერვისი 50 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. პროგრამის ფარგლებში, კი 3 000-ზე მეტი პაციენტია ჩართული.

პოსტი ნახა: 120


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!