უამინდობამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა - დატბორილია სახლები, დაზინებულია სახურავები, მოგლეჯილია ხეები

უამინდობამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა - დატბორილია სახლები, დაზინებულია სახურავები, მოგლეჯილია ხეები

28-07-2024 06:47
პოსტი ნახა: 304

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, გადახდილია სახურავები.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ჭიაურში, სადაც ათობით საცხოვრებელი სახლია დატბორილი და გადახდილია სახურავები.

სეტყვამ დააზიანა სასოფლო- სამეურნეო სავარგულებიც, ქარის შედეგად წაიქცა მრავალწლოვანი ხეები.

ზუსტად რა რა ზარალი მიაყენა გუშინდელმა სტიქიამ, უცნობია. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყებენ ზარალის დათვლას.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე