ვახტანგ გომელაური - 2023 წელს ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა

ვახტანგ გომელაური - 2023 წელს ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა

20-03-2024 06:01
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

2023 წელს, მნიშვნელოვან გამოწვევას ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა წარმოადგენდა, პოლიციის და სხვა სამართალდამცავი უწყებების აქტიური ბრძოლის შედეგად, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“ შემუშავდა.

„რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულს: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გასულ წელსაც პრიორიტეტად დარჩა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, შემუშავდა „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის

2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც აერთიანებს კომპლექსურ უწყებათაშორის აქტივობებს და შემუშავებულია შემდეგი 3 ძირითადი მიზნის

ფარგლებში: „კანონიერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერება; კიბერდანაშაულის პრევენციული მექანიზმებისა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლება/გაუმჯობესება; ნარკოტრანზიტის და ნარკოვაჭრობის ბრძოლის მიმართულებით გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაინერგა დანაშაულის სტატისტიკის წარმოების განახლებული ფორმა, რომელიც, სხვა საკითხებს შორის, უზრუნველყოფს ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით სტატისტიკის დეტალური ფორმით დამუშავებას. ევროკომისიამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშში დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მნიშვნელობას“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

პოსტი ნახა: 122


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!