რუსეთს უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე მტერი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის მერთან, სერგეი სობიანინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ უფრო მეტი მეგობარი გვყავს. არის კიდევ ერთი ცნობილი გამოთქმა: იყო ჩვენი მეგობარი და მტერი - თანაბრად საპატიოა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საფრთხეები, რომელთა შექმნასაც რუსეთში ცდილობენ, ცარიელი არ არის და ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს.