შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ლიბანის ქალაქ ნაბატიეზე ისრაელის საჰაერო იერიშს 5 ადამიანი, მათ შორის მერი ემსხვერპლა

სამხრეთ ლიბანის ქალაქ ნაბატიეში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, დაღუპულებს შორის ქალაქიც მერიც არის.

თვითმხილველმა, ქალაქის ადგილობრივმა მკვიდრმა BBC-ს განუცხადა, რომ ერთ-ერთი საჰაერო დარტყმა ნაბატიეს მუნიციპალიტეტის შენობაზე განხორციელდა, სადაც მერი შეხვედრას ესწრებოდა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა თავდაპირველი რიცხვი ხუთია.