თურქეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

16-10-2024 06:33

აღმოსავლეთ თურქეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრა დილით 10:46 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ მალათიიდან 40 კილომეტრში მდებარე კალეს რაიონი იყო.

ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, მიწისძვრის ბიძგები ჰასაქის, დეირ-ელ-ზორისა და ალეპოს პროვინციებშიც იგრძნობოდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პოსტი ნახა: 207


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!