ლიბანის ქალაქ ნაბატიეზე ისრაელის საჰაერო იერიშს 5 ადამიანი, მათ შორის მერი ემსხვერპლა

ლიბანის ქალაქ ნაბატიეზე ისრაელის საჰაერო იერიშს 5 ადამიანი, მათ შორის მერი ემსხვერპლა

16-10-2024 06:32
პოსტი ნახა: 340

სამხრეთ ლიბანის ქალაქ ნაბატიეში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, დაღუპულებს შორის ქალაქიც მერიც არის.

თვითმხილველმა, ქალაქის ადგილობრივმა მკვიდრმა BBC-ს განუცხადა, რომ ერთ-ერთი საჰაერო დარტყმა ნაბატიეს მუნიციპალიტეტის შენობაზე განხორციელდა, სადაც მერი შეხვედრას ესწრებოდა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა თავდაპირველი რიცხვი ხუთია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე