რუსთავში „ქართული დღეები” ტარდება

რუსთავში „ქართული დღეები” ტარდება

16-10-2024 06:30

რუსთავის მერიის ორგანიზებით, ,,ქართული დღეების” ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარი მოედანი, ქართული ფოლკლორის საღამოებს 24 ოქტომბრამდე დაეთმობა. პროექტის ფარგლებში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერის გახსნაც იგეგმება, რომლის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება.

როგორც რუსთავის მერიის კულტურული პროექტების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხატია ფოცხვერაშვილმა განაცხადა, ,,ქართული დღეების” ფარგლებში ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, განთავსდება ექსკლუზიურად კონკურს-ფესტივალ ,,ქართულის” ლოგოს იდენტური სკულპტურა და ჰამლეტ გონაშვილის ბიუსტი”.

,,რუსთავის მთავარ მოედანზე რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს ვეპატიჟებით ,,ქართული დღეების” აღსანიშნავად. ,,ქართული დღეების” ფარგლებში ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერში, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, განთავსდება ექსკლუზიურად კონკურს-ფესტივალ ,,ქართულის” ლოგოს იდენტური სკულპტურა და ჰამლეტ გონაშვილის ბიუსტი”, - განაცხადა ხატია ფოცხვერაშვილმა.

ამასთან, განმარტავენ, რომ თავისუფლების მოედანზე, 24 ოქტომბრამდე ყოველ საღამოს 7 საათიდან ქორეოგრაფიული და ფოლკლორული სტუდიების, ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები ტარდება. მთავარ მოედანზე მოწყობილია კულინარიული კუთხეები და ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ,,ქართულ დღეები” კონკურს-ფესტივალ ,,ქართულის” ფარგლებში ტარდება, რომელსაც საფუძველი რუსთავის მერიის ინიციატივით, წელს აპრილში ჩაეყარა.

პოსტი ნახა: 39


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!