„არა რუსულ პროპაგანდისტულ არხებს!“ - ამ ლოზუნგით მოქალაქეები საპროტესტო მარშს მართავენ.
ისინი თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით მიემართებიან საქართველოს პარლამენტისკენ.
მარშის მონაწილეებს მიტანილი აქვთ, საქართველოსა და ამერიკის დროშები. ისინი პარლამენტთან აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.