სოფო კილაძე ლგბტ აქტივისტებთან სამუშაო რეჟიმში შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სოფო კილაძე ლგბტ აქტივისტებთან სამუშაო რეჟიმში შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.


მისი თქმით, შესაძლოა, ლგბტ აქტივისტების დღევანდელი აქცია მართული პროცესი იყოს.


„ჰომოფობიური განცხადებები არ გაგვიკეთებია. შეიძლება, ეს მართული პროცესიც იყოს. კომიტეტის ვალდებულებაა, თითოეულ ადამიანის უფლებები დაიცვას და ასეც ვაკეთებთ.


ამ ადამიანებს არავინ არ ჩაგრავს. მზად ვარ, მათთან სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის”, – განაცხადა სოფო კილაძემ.


ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, ლგბტ აქტივისტებმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან სოფო კილაძის გადაყენების მოთხოვნით, კომიტეტის სხდომაზე პლაკატები გაშალეს. ლგბტ აქტივისტების მიერ პლაკატების გაშლას დაბაზში ხმაური მოყვა, რის შემდეგადაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.


შეგახსენებთ, თავდაპირველად კილაძის გადადგომის მოთხოვნით, ლგბტ აქტივისტებმა აქცია პარლამენტთან გამართეს. მოგვიანებით, ისინი კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შევიდნენ.



 

 

წყარო: ghn.ge

 

Related posts