“ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულები ‘’ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ

“ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას და პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით, აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

“ყველამ იცის, რომ დავზარალდით. ორი წელიწადია ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ ამჟამად ჩვენ ვითხოვთ ივანიშვილთან შეხვედრას, რადგან ვერავინ მიიტანა იმ ადამიანამდე ამბავი სწორად. მგონი, ვერ იგებენ რას და ვისგან ვითხოვთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 30 იანვარს თბილისში, “ვაგზლის მოედანზე” ხანძარი გაჩნდა. ძლიერი ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად განადგურდა. დაიწვა ათეულობით მოვაჭრის სავაჭრო ინვენტარი და პროდუქცია.

2020news.ge

Related posts