ვინ არის შიდა ქართლის გუბერნატორის ახალი მოადგილე?!

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ ნუგზარ სამხარაძე დაინიშნა.  მხარის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ახალი მოადგილე ნუგზარ სამხარაძე, დღეს მედიის გარეშე წარუდგინა თანამშრომლებს. როგორც ,,თრიალეთმა” დამატებით გაარკვია ნუგზარ სამხარაძე, წინსაარჩევნოდ გორში იმყოფებოდა და  ,,ქართული ოცნების” შტაბის მუშაობას თვალ-ყურს ადევნებდა. როგორც სანდო წყარომ ,,თრიალეთს,, განუცხადა მას მხარის გუბენატორთან მეგობრობა აკავშირებს.

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ნუგზარ სამახარაძის სამუშაო გამოცდილება შემდეგნაირად გამოიყურება:

დაბადების თარიღი: 8 აპრილი, 1978 წ.

განათლება:

1995-1999 წწ. – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. სპეციალობა – სამრეწველო პროდუქციის ექსპერტიზა და სერტიფიკაცია საერთაშორისო ვაჭრობაში.

სამუშაო გამოცდილება:

2019 წ. – დღემდე – გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე
2017 წ. – კლინიკა ,,კარაპს მედლაინი” – საოპერაციო
დეპარტამენტის დირექტორი.
2016 წ. – მ. იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალური
საავადმყოფო – საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი
2015 წ. – შპს ,,პროჯექტ გრუპი“ – დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი.
2014 წლიდან – შპს ,,სან სოლუშენი“ – მთავარი მრჩეველი
2014 წ. – შპს ,,აუტომაქსი“ – დირექტორი.
2013-2014 წწ. – შპს ,,ოფის სოლუშენ სტუდიო“
2008-2013 წწ. – შპს კარნიზელი – დამფუძნებელი და დირექტორი.
2007-2008 წწ. – საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების გაზეთის – ,,სამშობლო“ გამომცემელი.
2007-2009 წწ. – შპს ,,ესდეკა“ – დამფუძნებელი და დირექტორი
2004-2006 წწ. გაზეთი ,,ჯორჯიან თაიმსის” სპეციალური პროექტებისა და საავტორო სვეტის ავტორი.
2002 -2004 წწ. საქაგროექსპორტი – წარმოების მენეჯერი
2001-2002 წწ. მეწარმეთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია – ინსტრუქტორი.
2000 წ. არასამთავრობო ორგანიზაცია – „დას“ – საბაჟო პუქტების მონიტორინგი – ექსპერტი

სასწავლო კურსები:

2016 წ. – თავისუფალი უნივერსიტეტი – CBA. ბიზნესის
ადმინისტრირების კურსი
2011 წ. – შავი ზღვის უნივერსიტეტი – ბიზნეს ადმინისტრირების კურსი
2005 წ. დავით აღმაშენებლის სახელობის სამხედრო აკადემიის სამხედრო ჟურნალისტიკის კურსი.

ენები: ინგლისური, რუსული
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

Related posts