ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ძიუდოისტი, დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. 49 წლის სპორტსმენს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას გულის დილატაციური კარდიომიოპათია რთული დაუდგინდა, რომელიც რთულ ფორმებში მიმდინარეობდა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დავით ხახალეიშვილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

2020 წლის შემოდგომაზე, მის დასახმარებლად მთელი ქართული სპორტული სამყარო გაერთიანდა და საოპერაციოდ სოლიდური თანხაც შეგროვდა. მას გულზე რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დროშით გამოვიდა. ასევე, დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი ოლიმპიელია, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა და აღიმართა ქართული დროშა.

Related posts