როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ბიზნესის სხვა სფეროების გახსნაზე იანვრის ბოლოს იმსჯელებს.

 

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, სავაჭრო ცენტრები, მოლები და ბაზრობები 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ მუშაობის განახლებას.

„ვგეგმავთ, რომ 1-ლი თებერვლისთვის გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და მოლები. ამის შემდეგ უკვე გვექნება საუბრები ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში.

 

კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო გაიხსნება, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება უფრო ეფექტიანი“, – განაცხადა მინისტრმა.

Related posts