კელი დეგნანი: საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში

საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, თუ ვინ უნდა იდგას ხელისუფლების სათავეში, ჩვენ გვსურს დავინახოთ დემოკრატიული პროცესი და არა ძალადობა ქუჩებში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება შოკისმომგვრელი ფაქტია. ელჩის შეფასებით, ძალადობა, ნებისმიერი ფორმით, დაუშვებელია და ამასთანავე, დაუშვებელია კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში ადამიანებისთვის ხელის შეშლა.

„მინდა აღვნიშნო, რამდენად დამწუხრებულები ვართ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო და შოკისმომგვრელი ყველასთვის. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს, კოლეგებს და თქვენ ჟურნალისტებს, ვინც მუშაობდით მასთან ერთად. ეს იყო შოკისმომგვრელი. ძალადობა ნებისმიერი ფორმით, არის მიუღებელი. ეს უბრალოდ მიუღებელია, მაგრამ კონკრეტულად, როდესაც ის მიზნად ისახავს ადამიანებისთვის ხელის შეშლას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისას, იქნება ეს პრესის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, შეკრებისა და „ღირსები მარშის“ გამართვის თავისუფლება ქუჩაში, იქნება ეს უმცირესობისა თუ უმრავლესობის მხრიდან, არსებობს ვადებულება მოქალაქეების დასაცავად და არსებობს ვალდებულება აღიკვეთოს ძალადობა – ეს არის ფუნდამენტური“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

42 ნახვა
desktop
mobile catfish