როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 სექტემბერს საქართველოში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება. 25-26 სექტემბერს ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს და დროგამოშვებით იწვიმებს.

მათივე ცნობით, 27 სექტემბერს გამოიდარებს და +20, +25 გრადუსამდე დათბება.

თბილისში 24 სექტემბერს ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15, +17, ხოლო 25-27 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს და +21, +23 გრადუსამდე დათბება.

34 ნახვა
desktop
mobile catfish