პოლიტიკა

ალან გაგლოევი - საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის „დასაბრუნებელ“ ობიექტად აღქმა უნდა შეწყვიტოს
12 წუთის წინ

ალან გაგლოევი - საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის „დასაბრუნებელ“ ობიექტად აღქმა უნდა შეწყვიტოს

საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის „დასაბრუნებელ“ ობიექტად აღქმა უნდა შეწყვიტოს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი მხრიდან, თანასწორ საფუძველზე პრაგმატული დიალოგისთვის მზადყოფნას ღიად ვაცხადებთ. თუმცა, მსგავსი დიალოგი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც საქართველოს ხელისუფლება რევანშისტულ ილუზიებზე უარს იტყვის, წარსულ აგრესიაზე პასუხისმგებლობას აიღებს და სამხრეთ ოსეთის „დასაბრუნებელ“ ობიექტად აღქმას შეწყვეტს“, - განაცხადა გაგლოევმა.

მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას კვლავ ითხოვს“.

„სამწუხაროდ, თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ საუბარი შეუძლებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ბოლოს გაკეთებულმა განცხადებებმა აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება თანასწორი და ცივილიზებული დიალოგის დამყარების სურვილით განწყობილი არ არის. როდესაც ჟენევის დისკუსიების მთავარი მიზანი, კერძოდ, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა არასერიოზულად ცხადდება, ამას რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მრავალწლიანი ძალისხმევა ნულამდე დაჰყავს და აკნინებს იმ ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმის მნიშვნელობას, სადაც ჩვენი ქვეყნების დიპლომატებს შორის კონტაქტები ხორციელდება“, - აღნიშნა გაგლოევმა.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები