ხვალიდან მასწავლებლებს 50 ლარი დაერიცხებათ

მასწავლებლებმა, რომლებიც კომპეტენეციის დადასტურების გამოცდაზე გავიდნენ აპელაციაში გადახდილი თანხების დაბრუნებას ელიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაგვიდასტურეს, რომ ხვალიდან – 18 ნოემბრიდან პედაგოგებს შედეგების გასაჩივრებისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. ეს მოხდება ეტაპობრივად და შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება ეს პროცესი საბოლოოდ.

ვინ მიიღებს აპელაციის თანხას? – ის პედაგოგები, ვისაც საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ შეფასება;

ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას  თანხა ზედმეტად გადაიხადეს;

სააპელაციო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს ნაშრომის გასაჩივრებაზე.

188 ნახვა
desktop
mobile catfish