ვის გაეზრდება ხელფასი მომავალი წლიდან – ნახეთ, ხართ თუ არა ჩამონათვალში

2022 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრი ამბობს, საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ.

„2022 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას. მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაიზრდება ჯარსა და პოლიციაში. ასევე ხელფასები გაეზრდებათ მასწავლებლებს, მანდატურებს, სკოლის პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებსა და ექთნებს, სასწრაფო დახმარების ყველა თანამშრომელს და ზოგადად საჯარო სექტორში განხორციელდება 10%-იანი სახელფასო მატება.

მომდევნო წელს ჩვენ დავამტკიცებთ ხელფასების რეგულირების ახალ წელს, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად საჯარო მოხელეს ისევე გაეზრდება ანაზღაურება, როგორც გაიზრდება კერძო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, რაც მოაწესრიგებს ხელფასების საკითხს“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

67 ნახვა
desktop
mobile catfish