თბილისში, ლილოს ბაზრობაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
პოსტი ნახა: 755