გიორგი კახიანი - სამწუხაროდ, გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება ევროკავშირს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და გაუქმება მოსთხოვონ - რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ მოხდება!

გიორგი კახიანი - სამწუხაროდ, გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება ევროკავშირს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და გაუქმება მოსთხოვონ - რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ მოხდება!

23-09-2024 06:04

სამწუხაროდ, გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება ევროკავშირს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და გაუქმება მოსთხოვონ - რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ მოხდება! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განუცხადა.

კახიანი იმასაც ამბობს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაჩერების საკითხი სხვადასხვა ოფისებში გამოგონილი თემაა და რეალურად ამაზე საუბარი არ არის.

„მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური ამბიცია დაკმაყოფილდეს, თურმე ამის გამო ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია უნდა შეეზღუდოს. არ მესმის, შენს ქვეყანასთან მიმართებაში მოღალატეობრივი დამოკიდებულება სხვა რა შეიძლება იყოს...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რა თქმა უნდა, არარეალისტურია და დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ არ მოხდება. ამაზე საუბარი არც არის. ამას სხვადასხვა ოფისებში იგონებენ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პოსტი ნახა: 76


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!