შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თბილისში ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა

თბილისში ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევა დილით, იუსტიციის სამინისტროს მიმდებარედ მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.