ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%. – ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე და ა.შ. არის, რა თქმა უნდა, ფარსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ტექნიკური მთავრობის“ შექმნის გეგმა, რომელსაც განხორციელება არ უწერია, ნიშნავს ქვეყნის ერთი წლით საერთოდ გაჩერებას და უფრო მეტიც, მის ომში ჩართვასა და არევას.
„რეალურად, თქვენ იცით, რომ ჩვენი რეიტინგი არის, დაახლოებით, 60% – ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ „ტექნიკურ მთავრობაზე“ და ა.შ. არის, რა თქმა უნდა, ფარსი. ჩვეულებრივად ჩატარდება არჩევნები, შედგება ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა და არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას. ის გეგმა, რომელიც არის წარმოდგენილი, რომელსაც არ უწერია, რა თქმა უნდა, განხორციელება, ნიშნავს ზუსტად ერთი წლით ქვეყნის საერთოდ გაჩერებას და ამ პერიოდის განმავლობაში ნიშნავს კიდევ უფრო მეტს, ქვეყნის ომში ჩართვას, ქვეყნის არევას. ეს არის მათი გეგმა, მათი დავალება და მიზანი, რომელსაც განხორციელება არ უწერია“, – განაცხადა კობახიძემ.