თენგიზ ცერცვაძე – დღეის მდგომარეობით, საქართველოში გრიპით გარდაცვალების ორი შემთხვევაა დადასტურებული – რესპირაციული ინფექციების სიხშირე სტაბილურია

თენგიზ ცერცვაძე – დღეის მდგომარეობით, საქართველოში გრიპით გარდაცვალების ორი შემთხვევაა დადასტურებული – რესპირაციული ინფექციების სიხშირე სტაბილურია

20-03-2023 05:03
კატეგორიები: ახალი ამბები

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 შემთხვევაა დადასტურებული.

როგორც ცერცვაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რესპირაციული ინფექციების სიხშირე ბოლო პერიოდში სტაბილურია და სეზონის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებს შეესაბამება.

„რესპირაციული ინფექციებიდან ყველაზე ხშირია: A გრიპი (ძირითადად H1 და H3 ქვეტიპები), რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, ადენოვირუსებით, რინოვირუსებით, პარაგრიპის ვირუსებით და არა COVID-ის გამომწვევი კორონავირუსებით ინფექციები.

კვლავ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მიერ რესპირაციული ინფექციები (მათ შორის გრიპიც) იმართება ძალიან კარგად, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ საქართველოში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა მაშინ, როდესაც მაგალითად აშშ-ში CDC-ის მონაცემებით ამ სეზონზე დაფიქსირებულია მარტო გრიპით სიკვდილობის 17,000 შემთხვევა, მათ შორის 97 ბავშვი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება თვითდამშვიდებას მივეცეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების მართვა ქვეყანაში ხდებოდეს უმაღლესი სტანდარტებით და არცერთი ავადმყოფი არ დარჩეს ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

პოსტი ნახა: 267


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!