შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაელ თემს შავუყოთის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაელ თემს შავუყოთის დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„ებრაელი თემი შავუყოთს დღესასწაულობს. შავუყოთი სინაის მთაზე თორის მიღებასთან დაკავშირებული ზეიმია, იგი ებრაელი ხალხის ეგვიპტის მონობიდან საბოლოო განთავისუფლების სიმბოლოა და წლიდან წლამდე ებრაელებს სინას მთაზე მომხდარ სასწაულს შეახსენებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაელ თემს შავუყოთის დღესასწაულს ულოცავს და წარმატებას, კეთილდღეობასა და სიკეთეს უსურვებს მათ“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.