45 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში შემოიყვანეს. გამოხატული იყო შოკი, - ამის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, სულხან სამხარაძემ, კახეთში, ცივი იარაღით დაჭრილ მამაკაცის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, მამაკაცს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, მათ შორის გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემავალი ჭრილობა. ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა.
„მძიმე მდგომარეობა რჩება. მართვით სუნთქვაზეა, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება“, - განაცხადა სულხან სამხარაძემ.
კახეთში გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგოზე, მამიდის ქმარმა იძალადა. მას შემდეგ რაც არა სრულწლოვანის ბიძამ მომხდარის შესახებ გაიგო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.